ფეხბურთი

11:49 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი: “ზიდანმა “რეალის” მწვრთნელობა დაიმსახურა”

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ მადრიდის “რეალის” ახალმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა “სამეფო კლუბის” თავკაცობა დაიმსახურა.

“ზიდანი ფეხბურთის და სპორტის ისტორიის ნაწილია. ვიცი, რომ იგი კარგი პიროვნებაა და “რეალის” მწვრთნელობა დაიმსახურა. რაფაელ ბენიტესმა შედეგს ვერ მიაღწია. რთულია ახალი პროექტი წამოიწყო და მიზანს მალევე მიაღწიო.” – ციტირებს ნადალის სიტყვებს AS-ი.

ბენიტესმა “რეალი” 2015 წლის ივლისში ჩაიბარა. მას შემდეგ ესპანელის გუნდმა 25 მატჩი ჩაატარა, აქედან 17 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 3 მატჩში მარცხი განიცადა. “სამეფო კლუბმა” რაფაელის ხელმძღვანელობით 69 გოლი გაიტანა და 22 გაუშვა.

0.118432