2016 წელს ქართველ ჩოგბურთელთაგან პირველი საქმეში ოქსანა კალაშნიკოვა ჩაება, თუმცა, სტარტი წარუმატებელი გამოუვიდა.
კალაშნიკოვა და ტაივანელი ჩია-იუნგ ჩუანგს ჩინურსავე შენჟენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 500 ათასი დოლარი) მე-2 განთესვა გააჩნდათ, მაგრამ პირველივე წრეში წააგეს.
ქართველი და ტაივანელი ჩოგბურთელები ამერიკელ ვანია კინგთან და რუმინელ მონიკა ნიკულესკუსთან 5:7, 3:6 დამარცხდნენ.