“მანჩესტერ სიტის” 30 წლის არგენტინელი მცველი პაბლო ზაბალეტა ზაფხულში შესაძლოა მილანის “ინტერში” გადავიდეს, აღნიშნულ ინფორმაციას Tribal Football-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ზაბალეტას ზამთარში გუნდის დატოვება არ სურს, ამიტომ მილანური კლუბში მცველის გადაბირებას ზაფხულში შეეცდება.
ზაბალეტა “სიტის” ღირსებას 2008 წლიდან იცავს, ესპანელს მანჩესტერულ კლუბში 199 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 7 გოლი გატანილი.