სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

18:26 | 5.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა და ჰალეპი ბრიზბენის ტურნირს გამოაკლდნენ

მსოფლიო რეიტინგის მეორე და მეოთხე ნომრები, შესაბამისად, რუმინელი სიმონა ჰალეპი და რუსი მარია შარაპოვა ბრიზბენის ტურნირს ტრავმის გამო გამოაკლდნენ.

WTA-ის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შარაპოვამ ვარჯიშის დროს მკლავის არეში ტკივილი იგრძნო და ვინაიდან “ავსტრალიის ღია პირველობა” რამდენიმე დღეში იწყება, ბრიზბენში თამაშით აღარ გარისკა.

სიმონა ჰალეპს მარცხენა ფეხის ტრავმა აწუხებს. თუმცა წყაროს ცნობით, სიმონაც ავსტრალიური სლემისთვის მზად იქნება.

ბრიზბენის ტურნირზე შარაპოვა და ჰალეპი მარგარიტა გასპარიანმა და უსალინე ბონავენტურემ ჩაანაცვლეს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118811