ნბა-ს აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელებად, შესაბამისად, “ორლანდო მეჯიქის” და “სან ანტონიო სპურზის” თავკაცები – სკოტ სკაილზი და გრეგ პოპოვიჩი დაასახელეს.
გასულ თვეს პოპოვიჩის გუნდმა მთელს ლიგაში საუკეთესო შედეგი აჩვენა – 14 მოგება, 2 მარცხი. რაც შეეხება სკაილზის “ორლანდოს”, მას ასეთი მონაგარი ჰქონდა – 10 მოგება, 5 მარცხი.
დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულზე პრეტენზიას დევიდ ბლატი (“კლივლენდი”), მაიკ ბუდენჰოლცერი (“ატლანტა”), სტენ ვან განდი (“დეტროიტი”), ლიუკ უოლტონი (“კლივლენდი”), დოკ რივერსი (“კლიპერსი”), ბილი დონოვანი (“ოკლაჰომა სიტი”) და დუეინ კეისი (“ტორონტო”) აცხადებდნენ.