“ნიუ იორკ ნიქსის” ფორვარდი კრისტაპს პორზინგისი და “მინესოტა ტიმბერვულვზის” ცენტრი კარლ-ენტონი თაუნსი ნბა-ში დეკემბრის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო ახალბედებად აღიარეს.
აღსანიშნავია, რომ პორზინგისს ეს ტიტული ზედიზედ მეორედ ერგო. გასულ თვეს მისი საშუალო მაჩვენებლები 12.6 ქულა, 6.4 მოხსნა და 2.2 დაფარება იყო. ასევე მეორედ გამოარჩიეს ენტონი-თაუნსიც, რომელიც საშუალოდ 18.6 ქულას, 9.5 მოხსნას და 1.6 დაფარებას აგროვებდა.
დეკემბრის საუკეთესო ახალბედის ტიტულზე პრეტენზიას ფრენკ კამინსკი (“შარლოტი”), დ’ანჯელო რასელი (“ლეიკერსი”), ნიკოლა იოკიჩი (“დენვერი”), ჯასტის უინსლოუ (“მაიამი”) და ჯალილ ოკაფორი (“ფილადელფია”) აცხადებდნენ.