მადრიდის "რეალის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა დღეს პირველად გაიყვანა გუნდი სავარჯიშოდ. საწვრთნელ პროცესს "სამეფო კლუბის" ქომაგები მრავლად დაესწრნენ, რომლებიც 43 წლის ფრანგ სპეციალისტს თბილად შეხვდნენ (VIDEO).
ზინედინ ზიდანი "რეალის" თავკაცად ორშაბათს დანიშნა, მან ამ პოსტზე რაფაელ ბენიტესი შეცვალა. ზინედინის ხელმძღვანელობით პირველ მატჩს მადრიდელები 9 იანვარს, "სანტიაგო ბერნაბეუზე", ლა კორუნიის "დეპორტივოს" წინააღმდეგ გამართავენ.