ფეხბურთი

21:25 | 4.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკომ” კრანევიტერი წარადგინა

მადრიდის “ატლეტიკომ” დღეს “ვისენტე კალდერონზე” არგენტინელი ახალწვეული მატიას კრანევიტერი წარადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას “როხიბლანკოს” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

22 წლის ნახევარმცველი მადრიდული კლუბის საკუთრება რამდენიმე თვის წინ გახდა, თუმცა “რივერ პლეიტმა” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დასრულდებამდე დაიტოვა.

მატიასმა “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი 2020 წლამდე გააფორმა და 8-ნომრიანი მაისური მოირგო.

კრანევიტერი “რივერ პლეიტის” ძირითად გუნდში 2011 წლიდან გამოდიოდა და არგენტინის ჩემპიონატში 58 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

0.10751