ფეხბურთი

15:34 | 4.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გია გურული “გკს კატოვიცეს” ყველა დროის სიმბოლურში

პოლონურმა გამოცემა Gieksa info-მ “გკს კატოვიცეს” ყველა დროის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა და მასში გია გურულიც მოხვდა. გურული 1992-1994 წლებში თამაშობდა ამ გუნდში და კარგი სახელიც დატოვა. ის თბილისის “დინამოდან” გადავიდა “გკს კატოვიცეში”, მერე კი საფრანგეთის უმაღლესი ლიგის “ლე ავრმა” იყიდა.

სიმბოლურში გია გურული მარცხენა შემტევ ნახევარმცველად წერია. “გკს კატოვიცე” ახლა ვერ ბრწყინავს და პირველ ლიგაშია, თორემ ტრადიციული კლუბია და წარმატებული პერიოდი 1986-1996 წლებში ჰქონდა. გურული ამჟამად 51 წლისაა და ხობის “კოლხეთს” წვრთნის.

თეგებიგია გურული
0.139714