სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

13:29 | 4.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად კიდევ ერთი აქცია გაიმართა

დეველოპერული კომპანია Royal Group აგრძელებს აქციებს ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად. Snapp Fitness Georgia გახდა კიდევ ერთი ადგილი, სადაც მორიგი აქცია ჩატარდა. აქციაში მიიღეს მონაწილეობა საკალათბურთო კლუბ “აკადემიის“ წევრმა მერაბ ბოქოლიშვილმა და ყოფილმა მორაგბემ ბესო ბაღათურიამ.

მერაბ ბოქოლიშვილი (საკალათბურთო კლუბი „აკადემია“): „ამ აქციაში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია. ზაზა ფაჩულია ჩვენი ნაკრების კაპიტანი, ყველაზე წარმატებული მოთამაშეა. მინდა, რომ ზაზამ ტორონტოში, „ყველა ვარსკვლავის“ მატჩ-აქციაში მიიღოს მონაწილეობა. ეს ყველასთვის განსაკუთრებული იქნება. ჩვენ ხმას არა მარტო ზაზას, მთელ საქართველოს ვაძლევთ“.

გიორგი ტატიშვილი (აქციის მონაწილე): „ფაჩულია მეომარია და ის იგებს. ზაზა წარმატებული სპორტსმენია და ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს. ხმა მიეცით ზაზა ფაჩულიას“.

ვერონიკა მჭედლიშვილი (Royal Group, PR მენეჯერი): „საინტერესო აქცია იყო. უკვე ჩავატარეთ რამდენიმე ღონისძიება და ხმების მიცემის პროცედურის დასრულებამდე, კიდევ რამდენიმეს ვაპირებთ. ჩვენი კომპანია ზაზა ფაჩულიას დიდი გულშემატკივარია“.

ლევან დიასამიძე (Snapp Fitness Georgia): „ზაზა ყველას უყვარს. წელს ძალიან კარგი სეზონი აქვს და მაქსიმალურად ბევრი ხმა უნდა მიიღოს. ყველას მოვუწოდებ, ხმა მიეცით ზაზა ფაჩულიას“.

Royal Group-ის პარტნიორები არიან საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, მუსიკალური მაღაზია GURU და კომპანია PSM.

შემოგვიერთდით, გადადით საიტზე www.voteforzaza.com და მიეცით ხმა ზაზა ფაჩულიას!

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114274