კალათბურთი

1:32 | 4.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაბილოძის დებიუტი და პირველი ქულა სერია ა-ში

ნიკა მეტრეველის და ლევან ბაბილოძის “ბეტალანდ კაპო დ’ორლანდომ” იტალიის სერია ა-ს მე-15 ტურში მე-11 მარცხი განიცადა და სატურნირო ცხრილში ბოლო – მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ 17 წლის ბაბილოძემ იტალიის ჩემპიონატში პირველად ითამაშა.

ორლანდოელები ამჯერად “პისტოიას” სტუმრობდნენ და გამარჯვების შანსი არ ჰქონიათ – 75:103. ბაბილოძე მოედანზე მხოლოდ 3 წუთი გამოჩნდა და ამ დროში საკმაოდ ბევრი რამ მოასწრო. ლევანმა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, აქტივში თითო მოხსნა, ჩაჭრა და პასიც ჰქონდა, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

რაც შეეხება მეტრეველს, მან მოედანზე 18 წუთი დაჰყო და 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. ნიკამ 3-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა.

“ბეტალანდ კაპო დ’ორლანდო” სეზონში მე-5 გამარჯვების მოპოვებას 17 იანვარს ეცდება, როდესაც სტარტს ჩემპიონატის მე-2 წრე აიღებს. ამ დღეს, მეტრეველის და ბაბილოძის კლუბი გიორგი შერმადინის და მანუჩარ მარკოიშვილის ყოფილ კლუბ “კანტუს” ესტუმრება.

0.161852