ფეხბურთი

22:18 | 3.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონმა გამოიღვიძა?

ინგლისის ჩემპიონატის 2016 წლის პირველი ტური მშვენიერი გამოდგა ლონდონის “ჩელსისთვის”. “არისტოკრატებმა” ლონდონურ დერბიში “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ კარგი შეხვედრა ჩაატარეს და ალბათ, მიმდინარე სეზონში პირველად ანახეს ისეთი თამაში, როგორიც გასული სეზონის ჩემპიონს ეკადრება.

ლონდონელებმა პირველი ნახევარი ოსკარის გოლით მოიგეს, რომელმაც 29-ე წუთზე დიეგო კოშტას გადაცემა შეირგო და ახლო მანძილიდან გაიტანა. მე-60 წუთზე ვილიანმა ულამაზესი შორეული დარტყმით სხვაობა გაზარდა, ხოლო 6 წუთში ბრაზილიელმა ნახევარმცველმა დიეგო კოშტას გაატანინა – 0:3. “ჩელსი” 23 ქულით მე-14 ადგილზეა, ხოლო “კრისტალ პალასი” 31 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

დღის მეორე მატჩში “ევერტონმა” ლონდონის “ტოტენჰემს” უმასპინძლა და შინ ქულა გაატანა. ორივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა. ანგარიში 22-ე წუთზე აარონ ლენონმა გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ პირველ დამატებულ წუთზე ალიმ წონასწორობა აღადგინა – 1:1. “ტოტენჰემი” 36 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ “არსენალს” 6 ქულით ჩამორჩება, ხოლო “ევერტონი” 27 ქულით მე-11 საფეხურზეა.

კრისტალ პალასი – ჩელსი 0:3 (0:1)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, დანი, დელანი, იარდი, სუარე, იედინაკი (ლედლი 67), მაკარტური, ლი (უილიამსი 80), ზაჰა, პანჩონი, კემპბელი (შამახი 67).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ზუმა, ტერი, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, ფაბრეგასი, მიკელი, ოსკარი (მატიჩი 88), აზარი (პედრო 16), ვილიანი, კოშტა.
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი

გოლები: 0:1 ოსკარი (29), 0:2 ვილიანი (60), 0:3 კოშტა (66)
გაფრთხილებები: დელანი, იედინაკი, დანი
მსაჯი: კევინ ფრენდი

ევერტონი – ტოტენჰემი 1:1 (1:1)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-3-3): ჰოვარდი, სტოუზი, მორი, კოულმენი, ბეინსი, კლევერლი, ბერი, ბარკლი, ლენონი (დეულოფეუ 60), კონე (ბეშიჩი 60), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, დევისი, უოლკერი, კეროლი, დაიერი, ალი (ჩადლი 84), ერიკსენი (სონი 69), ლამელა (ონომაჰი 88), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0 ლენონი (22), 1:1 ალი (45+1)
გაფრთხილებები: კოულმენი – ლამელა, კეროლი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

0.118729