ფეხბურთი

16:07 | 3.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“შახტარის” გენერალური დირექტორი არაბიძეზე: “მას ყველაფერი აქვს”

დონეცკის ”შახტარის” გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა ვრცელ ინტერვიუში გიორგი არაბიძეზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ 17 წლის ქართველ ფეხბურთელს ყველაფერი აქვს არსენალში, რაც კი შემტევს უნდა ჰქონდეს.

“აი, არაბიძე მოვიყვანეთ. ოჰ, რა ფეხბურთელი შეიძლება დადგეს! ყველაფერი აქვს: დრიბლინგი, სისწრაფე, ძლიერი დარტყმა, მოკლე და გრძელი გადაცემები, დიაგონალები, ბრწყინვალე მარცხენა ფეხი...”

0.119232