კალათბურთი

14:48 | 3.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დანკანის პირველი უქულო მატჩი

“სან ანტონიო სპურზის” ვეტერანმა კალათბურთელმა ტიმ დანკანმა (აპრილში 40 წლის გახდება) 19-წლიანი კარიერის განმავლობაში პირველი მატჩი ჩაატარა, რომელშიც ქულაც კი არ ჩაუგდია.

“ჰიუსტონ როკეტსთან” მოგებულ შეხვედრაში (121:103) ტიმმა მოედანზე 14 წუთი გაატარა და თამაშიდან სამივე ტყორცნა ააცილა. საინტერესოა, რომ დანკანი ქულებს ზედიზედ 1 359 მატჩში აგროვებდა და ეს სერია სტარტს 1997 წლიდან იღებდა.

0.120337