2016 წელს პირველი მატჩი ჩაატარა მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ”, თუმცა, ქართველ კალათბურთელს მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია. მანუჩარი ტრაბზონში ჩატარებული მატჩის განაცხადში არ ყოფილა.
სტამბოლელები “ტრაბზონსფორთან” შეხვედრაში ფავორიტებად კი მოიაზრებოდნენ, მაგრამ თამაში 56:62 დათმეს. ქართველი მცველის გუნდმა მე-2 ტაიმში მხოლოდ 20 ქულა ჩააგდო, ამ ფონზე კი, წარმატებაზე ფიქრი ძნელი გახლდათ.
“დარუშაფაკას” რიგებში 16 ქულით საუკეთესო ამერიკელი ჯეიმონ გორდონი იყო. მისმა თანამემამულე დუაიტ ჰარდიმ ტრაბზონელებს 10 ქულა შესძინა.
მარკოიშვილის კლუბს 9 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, მე-4 ადგილზე იმყოფება. დღეს, ვიქტორ სანიკიძის “ტედ ანკარა კოლეჯლილერი” პირველ პოზიციაზე მყოფ “ანადოლუ ეფესს” გაეჯიბრება.