ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მიმდინარე სეზონის ბოლოს შესაძლოა “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩაიბაროს. ინფორმაციას Daily Mirror-ი ავრცელებს.
“წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობა ლუის ვან გაალის მუშაობით უკმაყოფილოა და მზადაა ჰოლანდიელი სეზონის ბოლოს გაუშვას. “მანჩესტერი” პრემიერლიგაში 33 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.
იტალიელი სპეციალისტით ლონდონის “ჩელსიცაა” დაინტერესებული. “არისტოკრატებს” დროებით, სეზონის ბოლომდე გუს ჰიდინკი ხელმძღვანელობს.
ალეგრიმ “ბიანკონერს” გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოაგებინა. “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გახლდათ, სადაც “ბარსელონასთან” დამარცხდა. მიმდინარე სეზონში მასიმილიანოს გუნდი სერია A-ში 17 ტურის შემდეგ 33 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება და ლიდერ მილანის “ინტერს” 3 ქულით ჩამორჩება.