რომის “ლაციოს” ბრაზილიელი გამთამაშებლის, ფელიპე ანდერსონის შეძენის სურვილი “მანჩესტერ იუნაიტედმა” გამოთქვა, მაგრამ “არწივები” მის სანაცვლოდ სერიოზულ თანხას ითხოვენ.
ინგლისური პრესის ცნობით, “წითელი ეშმაკები” ბრაზილიელის სანაცვლოდ 35 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვენ, რაც დაახლოებით 48 მილიონი ევროა. Sky Italia-ს ცნობით, იტალიელებს ეს თანხა არ აკმაყოფილებთ და 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვენ, ოღონდ, ეს საბოლოო წინადადება არაა და მზად არიან მოლაპარაკების პროცესში ჩაერთონ.
წყაროს ცნობით მხარეები მოლაპარაკებას შუამავლის მეშვეობით აწარმოებენ და ეს პროცესს მნიშვნელოვნად ანელებს. “იუნაიტედს” ანდერსონის შეძენა ზაფხულში სურდა, მაგრამ მაშინ “ლაციომ” ფეხბურთელთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 25 მატჩში, ანდერსონმა 5 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.