კალათბურთი

12:14 | 2.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიამ სეზონის მე-18 ორმაგი დუბლი მაიამიში გაიფორმა

ლიგის მოქმედი ჩემპიონის და ამჟამინდელ ლიდერის „გოლდენ სტეიტის“ დამარცხების შემდეგ, „დალას მავერიკსმა“ მაიამიში წააგო, თუმცა ქართველებს იმით შეგვიძლია გავიხაროთ, რომ ზაზა ფაჩულიამ მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა. ეს ქართველი ცენტრის მე-18 დაბლ-დაბლია მიმდინარე სეზონში.

დალასელებმა პირველი მეოთხედი 10:22 დათმეს და მას შემდეგ ამაოდ ცდილობდნენ მასპინძლეთა წამოწევას. მაიამელები ჰასან უაითსაიდის (25 ქულა, 19 მოხსნა) წინამძღოლობით იოლად მივიდნენ გამარჯვებამდე – 106:82.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25 წუთში 9-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩაგდო. საბოლოო ჯამში ზაზას მონაგარმა 14 ქულა, 13 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი-დაფარება შეადგინა. ამ შედეგით, ფაჩულია დალასელთაგან საუკეთესო იყო. მის კვალზე 12 ქულა მიითვალა ვესლი მეთიუზმა, ხოლო დირკ ნოვიცკიმ თავი 11 ქულას მოუყარა.

19 მოგებისა და 14 მარცხის მქონე „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მორიგ მატჩში, ჩვენი დროით 3 იანვრის გარიჟრაჟზე, ფაჩულიას გუნდი „ნიუ ორლეანს“ უმასპინძლებს.

www.gbf.ge

0.123985