ფეხბურთი

4:10 | 31.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” წელი გამარჯვებით დაასრულა

ინგლისის ჩემპიონატის 2015 წლის და პირველი წრის ბოლო ტურის დასკვნითი შეხვედრა “ლაით ოფ სთედიუმზე” გაიმართა, სადაც გათამაშების ერთ-ერთმა აუტსაიდერმა “სანდერლენდმა” “ლივერპული” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

ერთადერთი გოლის გატანა 46-ე წუთზე კრისტიან ბენტეკემ მოახერხა, რომელმაც ლალანას გადაცემა შეირგო და მანონეს კარი ახლო მანძილიდან დალაშქრა. კლუბებს ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდათ და თავისუფლად შეიძლებოდა, რომ გაცილებით მეტი გოლი გასულიყო, თუმცა ფეხბურთელებს გადამწყვეტ მომენტში ან სიზუსტე აკლდებოდათ, ან მეკარეები თამაშობდნენ კარგად – 0:1.

“ლივერპულმა” 30 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილამდე აღზევდა, ხოლო “სანდერლენდი” 12 ქულით მე-19 პოზიციაზე დარჩა.

სანდერლენდი – ლივერპული 0:1 (0:0)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-3-3): მანონე, კოატესი (იედლინი 72), ბრაუნი, ჯონსი, ვან აანჰოლტი, როდუელი (უოტმორი 30), მ’ვილა, კატერმოლი, ა.ჯონსონი (ლენსი 63), ბორინი, დეფო.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, სახო, ლოვრენი, კლაინი, მორენო, ჰენდერსონი (ლეივა 61), ჩანი, ფირმინო (ტურე 93), ლალანა, კოუტინიო (აიბი 83), ბენტეკე.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლი: ბენტეკე (46)
გაფრთხილებები: ლენსი – ბენტეკე, ჩანი, მორენო
მსაჯი: კევინ ფრენდი

0.112975