სხვა

23:25 | 30.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მე-2 ადგილი სტამბოლის ტურნირზე

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თურქეთში გამართული ოთხთა ტურნირის დასკვნით ტურში მარცხი განიცადა და მე-2 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ იოვან პოპოვიჩის შეგირდებმა საწყის შეხვედრებში, თურქეთს და რუმინეთს, შესაბამისად, 14:10 და 12:9 სძლიეს, დღეს კი, პირველი ადგილისთვის მატჩში ჰოლანდიასთან 9:14 წააგეს. მე-3 ადგილი მასპინძელ თურქეთს ერგო, რომელმაც რუმინეთი 9:5 დაამარცხა.

სტამბულში ჩატარებული ტურნირის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები შინ დაბრუნდება, 3 იანვრიდან კი გეზს ამსტერდამისკენ აიღებს და ჰოლანდიელებთან მორიგ ტესტ-მატჩებს ჩაატარებს.

ქართველი წყალბურთელები 6 იანვარს ნოვი-სადში ჩავლენ, 8-ში კი უკვე ბელგრადში იქნებიან, სადაც 10 იანვრიდან ევროპის ჩემპიონატი დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ევროპირველობის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ხსენებული რუმინეთი, გერმანია და იტალია იქნებიან.

0.246838