ფეხბურთი

19:00 | 30.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭანტურია: “”ოლიმპის” დანგრევა სამარცხვინო საქციელია”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გერმანული “დუისბურგის” შემტევი გიორგი ჭანტურია “ოლიმპის” სტადიონის დანგრევის თემას გამოეხმაურა. მან საკუთარი ფეისბუქ-ის გვერდზე დაწერა გუშინდელ ამბავზე:

“მართლაც სამარცხვინო საქციელია. ასეთი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს. ამიტომაც არის დიდი პრობლემები ქართულ ფეხბურთში. ძალიან ბევრი ფეხბურთელი გაიზარდა ამ სტადიონზე და კიდევ ბევრი გაიზრდებოდა, ეს სიმახინჯე რომ არ მომხდარიყო. ეს სტადიონი რომ არ არსებულიყო, მე, ვაკო და ოქრი ფეხბურთელები არ ვიქნებოდით!!!”.

1993 წელს დაბადებულთა გამორჩეული თაობა, რომელშიც ჭანტურია და ყაზაიშვილიც იყვნენ, “ოლიმპიდან” გადავიდა ‘საბურთალოში”.

0.115158