კალათბურთი

18:39 | 30.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მემფისმა” რაიან ჰოლინსი დაიმატა

“მემფის გრიზლმა” 31 წლის ამერიკელი ცენტრი რაიან ჰოლინსი დაიმატა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. სამშაბათს კლუბსა და კალათბურთელს შორის კონტრაქტი გაფორმდა, რომლის დეტალები უცნობია და დღეს ჰოლინს” “მაიამის” წინააღმდეგ დებიუტი ჰქონდა, ცენტრმა პარკეტზე 9 წუთი გაატარა ამ დროში გუნდს 1 პასი, ერთი ჩაჭრა და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა.

ჰოლინსი საკმაოდ გამოცდილი კალათბურთელია, რაიანს “დალასში”, “მინესოტაში”, “კლივლენდში”, “ბოსტონში”, “კლიპერსში”, “საკრამენტოში” და “ვაშინგტონში” უთამაშია.

0.111603