“ცხინვალმა” თურქულ მხარეს გადაუგზავნა ანთალიური შეკრებისთვის 5 ამხანაგური მატჩის თარიღი: 26 იანვრიდან 8 თებერვლამდე.
4 თებერვალს უნგრეთის მოქმედ ჩემპიონ "ვიდეოტონს" (ამჟამად მე-3 ადგილზეა) სურს კახა კაჭარავას გუნდთან თამაში, 6 თებერვალს ბულგარეთის უმაღლესი ლიგის მეორეადგილოსან სოფიის "ლევსკის". ასევე, ბულგარეთის მეხუთეადგილოსან სოფიის "სლავიას 8 თებერვალს უნდა "ცხინვალთან" თამაში. ერთადერთი, 2 თებერვლის თარიღია ჯერჯერობით ღიად.
კიდევ ერთი: ავსტრიის უტიტულოვანესმა კლუბმა, ვენის "რაპიდმა" 31 იანვრისთვის გამოთქვა "ცხინვალთან" თამაშის სურვილი. ქართული კლუბის ოფიციალური თანხმობა სჭირდება, რის შემდეგაც ამ მატჩის გამართვაზე ოფიციალური კონტრაქტი გაფორმდება. თუ რომელიმე მხარე კონტრაქტს დაარღვევს, ანუ უარს იტყვის ამ მატჩის გამართვაზე, მეორე მხარეს და თურქულ ორგანიზატორ კომპანიას 25-25 ათას ევროს გადაუხდის მატჩის გამართვის თარიღიდან 30 დღის განმავლობაში. “რაპიდი” ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალშია გასული, სადაც ესპანურ “ვალენსიას” შეხვდება.
საფიქრალი სხვა რამ არის: ჯერჯერობით კიდევ არაა გადაწყვეტილი, "ცხინვალი" საერთოდ გაემგზავრება თუ არა ანთალიურ შეკრებაზე. ქართულ ფეხბურთში არსებული ფინანსური კრიზისი “ცხინვალსაც” შეეხო. "რაპიდის" მესვეურები "ცხინვალისგან" პასუხს მაქსიმუმ 3 იანვარს ელიან.