ფეხბურთი

20:41 | 30.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” შესაძლოა ჩერჩიმ და დე იონგმა დატოვონ

“მილანი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა ალესიო ჩერჩიმ და ნაიჯელ დე იონგმა დატოვონ.

La Gazetta dello Sport-ის ინფორმაციით, “როსონერი” მზადაა ჰოლანდიელი ნახევარმცველი მცირე თანხის სანაცვლოდ გაყიდოს. ამჟამად დე იონგს კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს და წელიწადში გასამრჯელოს სახით 3 მილიონ ევროს იღებს.

იტალიელი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები “ატლეტიკოს” ეკუთვნის. ჩერჩი “მილანში” 2015 წლის იანვარში გადავიდა, თუმცა სინიშა მიხაილოვიჩის ნდობა ვერ დაიმსახურა, მიმდინარე სეზონში ჯამში 14 მატჩი ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ 57 წუთს ატარებს.

0.127238