იტალიის სერია A-ს ბინადარი რომის “ლაციო” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფრანგული “სენტ ეტიენის” მცველის, ფლორენტინ პოგბას შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი il tempo წერს. შესაძლო ტრანსფერის სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება, ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ რომაელები დაცვაში მაღალი დონის შემსრულებელს გამალებით ეძებენ, რადგან სტეფანო პიოლი თავისი გუნდის უკანახაზელების მოქმედებით უკმაყოფილოა.
25 წლის ფლორენტინი ტურინის “იუვენტუსის” ვარსკვლავის, პოლ პოგბას უფროსი ძმაა. იგი “სენტ ეტიენში” 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობს და მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში 11 მატჩი ჩაატარა. მანამდე კი “სედანის” ღირსებას 4 სეზონის განმავლობაში იცავდა.