კალათბურთი

0:49 | 30.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

”ქართულ” ფინალში გამარჯვება ბითაძეს ერგო

რომში დასრულდა ახალგაზრდული ევროლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, რომლის ფინალურ მატჩშიც გოგა ბითაძის “მეგა ლეკსმა” სანდრო მამუკელაშვილის “სტელაძურა რომი” 73:71 დაამარცხა.

ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელთაგან სასტარტო ხუთეულში მხოლოდ მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 24:38 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა. სანდრომ 4-ვე ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა.

რაც შეეხება ბითაძეს, მან 15:08 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ 2-დან 1 ორქულიანი და სამქულიანი გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ფინალის საუკეთესო მოთამაშე ბელგრადული კლუბის უკანახაზელი ალეკსანდარ არანიტოვიჩი გახდა, რომელმაც 38:57 წუთში 28 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

0.117247