მადრიდის “ატლეტიკო” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “უოტფორდის” ლიდერის ოდიონ იგალოს შეძენას შეეცდება – იუწყება ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-ი.
როგორც ირკვევა, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობამ მიმდინარე სეზონში სულ ცოტა 5-ჯერ გაგზავნა სკაუტები იგალოს საქმეში სანახავად და მათგან მოწონება დაიმსახურა. “ატლეტიკო” მზადაა, რომ ნიგერიელი ფორვარდის სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტი გაიღოს.
იგალომ მიმდინარე პრემიერლიგაში 19 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. მას “ლოსებთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.
აღსანიშნავია, რომ იგალოსთვის ესპანეთში თამაში უცხო არაა. ის 2009-2014 წლებში “გრანადას” ღირსებას იცავდა და 130 მატჩში 36 გოლის გატანა მოახერხა.