ფეხბურთი

11:15 | 29.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხი პრემიერლიგის რეკორდსმენია

ლონდონის “არსენალის” კარის დარაჯმა პეტერ ჩეხმა ინგლისის ჩემპიონატში “მშრალად” ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდი დაამყარა. ჩეხი კიპერისთვის “ბორნმუთთან” 2:0 მოგებული დაპირისპირება, პრემიერლიგაში 170-ე შეხვედრა გამოდგა, რომელშიც მას გოლი არ გაუშვია. ამ მაჩვენებლით 33 წლის ჩეხმა დევიდ ჯეიმსის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც პრემიერლიგაში ჩატარებული 572 შეხვედრიდან 169-ში საკუთარი კარი “მშრალად” შეუნახავს. ჩეხს, ჯეიმსისგან განსხვავებით, რეკორდის დასამყარებლად 352 თამაში დასჭირდა.

გოლის გაუშვებლად ჩატარებული შეხვედრების რაოდნობით მესამე ადგილზე მარკ შვარცერია, რომელის ანგარიშზე 514-დან 151 “მშრალი” მატჩია, ხოლო მეოთხე ადგილზე - დევიდ სიმენი (344-დან - 140).

თეგებიპეტერ ჩეხი
0.115691