ინგლისის ჩემპიონატის 2015 წლის ბოლო ტურის პირველ სათამაშო დღეს რვა შეხვედრა გაიმართა. ტურის ცენტრალური შეხვედრა “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” ლონდონის “ჩელსი” მიიღო. კლუბების ფორმიდან გამომდინარე, ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა და მატჩი უგოლოდ დასრულდა.
შეხვედრა მასპინძელთა სათამაშო უპირატესობით მიმდინარეობდა და მოგებასთან უფრო ახლოსაც იყვნენ, მაგრამ წინა მატჩების მსგავსად, ლუის ვან გაალის კრებული კვლავ უფანტაზიო შეტევებით გამოირჩეოდა, უჭირდა გააზრებული სახიფათო მომენტის შექმნა და არ იცოდა ბურთი სად წაეღო, რომელსაც ძალიან დიდხანს ფლობდა.
“ჩელსი” კი, აშკარად ქულის ასაღებად იყო გამოსული და ეს მოახერხა კიდეც, თუმცა მათი თამაშის ხარისხი კიდევ უფრო დაბალი გახლდათ, ვიდრე “იუნაიტედის”, რომელიც ასევე საკმაოდ მძიმე სანახავი გახლდათ.
მატჩის გმირები მეკარეები იყვნენ. დავიდ დე ხეამ ორი საოცარი მშვენიერი სეივი შემოგვთავაზა, ხოლო ტიბო კურტუამ ანდერ ერერას დაახლოებით სამი მეტრიდან არ გაატანინა. გარდა ამისა, “იუნაიტედმა” ორჯერ ძელს გაარტყა.
“წითელმა ეშმაკებმა” პრემიერლიგაში ზედიზედ მე-6 მატჩი ვერ მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 5 ქულით ჩამორჩებიან. “ჩელსი” ამ ქულის წყალობით მე-14 ადგილზე აღზევდა და გასავარდნ ზონას 3 ქულით ჩამორჩება.
“საუთჰემპტონთან” განცდილი კრახის შემდგომ, “არსენალმა” შინ “ბორნმუთი” დაამარცხა, სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა და თუ “ლესტერმა” “მანჩესტერ სიტის” ვერ მოუგო, პირველი წრის ჩემპიონი გახდება. “მეთოფეებს” გაბრიელ პაულისტამ და მესუთ ოზილმა მოაგებინეს. აღსანიშნავია, რომ პიოტრ ჩეხმა პრემიერლიგაში 170-ე მშრალი შეხვედრა ჩაატარა და ამ მხრივ, რეკორდსმენი გახდა.
უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა ლონდონის “ტოტენჰემმა”, რომელმაც “ქეროუ როუდზე” დაძაბულ ბრძოლაში “უოტფორდი” დაამარცხა. სტუმრები ერიკ ლამელამ დააწინაურა, რასაც ოდიონ იგალომ შესანიშნავი გოლით უპასუხა და ტაიმი ფრედ დასრულდა. 63-ე წუთზე აკემ ლამელას წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა და ენტონი ტეილორისგან წითელი ბარათი დაიმსახურა. რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად “ლოსები” მშვენივრად თამაშობდნენ და წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდნენ. პირიქით, 10 კაცით უტევდნენ მეტოქეს და რამდენიმე ძალიან კარგი მომენტიც შექმნეს. “დეზებს” კი, ერთი სახიფათო იერიში გამოუვიდათ 89-ე წუთზე და ისიც სონის ძალიან ლამაზი გოლით დასრულდა – 1:2.
შესანიშნავი შეხვედრა გაიმართა “გუდისონ პარკზე”. “ევერტონმა” წინა ტურში “ნიუკასლთან” ბოლო წუთზე მოიპოვა გამარჯვება, ამჯერად კი, უკანასკნელ წუთებზე აქეთ დარჩა ქულის გარეშე. პირველი ტაიმი “სტოკის” გამარჯვებით დასრულდა. ხერდან შაქირიმ დუბლი მიითვალა, ხოლო მასპინძელთაგან ერთი ბურთი რომელუ ლუკაკუმ გაიტანა. 64-ე წუთზე ბელგიელმა ფორვარდმაც დუბლი გაიფორმა და გაათანაბრა, ხოლო 71-ე წუთზე მერსისაიდული კლუბი ჟერარ დეულოფეუმ დააწინაურა. დარჩენილ დროში “დურგლებმა” შეძლეს და შეხვედრის სცენარი კიდევ ერთხელ შეცვალეს, მე-80 წუთზე ხოსელუმ გაათანაბრა, 91-ე წუთზე კი, მარკო არნაუტოვიჩმა პენალტი გაიტანა და თავის გუნდს ზედიზედ მეორე მატჩი მოაგებინა – 3:4.
ალბათ აღარაფერი ეშველება “ასტონ ვილას”, რომელმაც “ნორვიჩთან” ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება დათმო და პირველი წრის შემდეგ მე-17 ადგილოსანს უკვე 11 ქულით ჩამორჩება.
“ვესტ ჰემმა” საკუთარ მოედანზე “საუთჰემპტონი” დაამარცხა, “ვესტ ბრომვიჩმა” დარენ ფლეტჩერის გოლით შინ “ნიუკასლს” სძლია, ხოლო “კრისტალ პალასმა” და “სუონსიმ” “შელჰარსტ პარკზე” ქულები გაიყვეს.
კრისტალ პალასი – სუონსი 0:0
ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”
კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, ჰანგელანდი, დანი, იარდი, სუარე, მაკარტური (მუტჩი 75), იედინაკი, პანჩონი (ლი 71), კაბაიე, ზაჰა, შამახი (ბემფორდი 46).
მწვრთნელი: ალან პარდიუ
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, გრიმსი, უილიამსი, ნ.ტეილორი, ამატი (ბერტლი 77), შელვი (კი 56), კორკი, ემნესი (სიგურდსონი 56), ბაროუ, ნოუტონი, გომისი.
მწვრთნელი: ალან კურტისი
გაფრთხილებები: კაბაიე, სუარე, ჰანგელანდი – ნ.ტეილორი, კი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი
ევერტონი – სტოკი 3:4 (1:2)
ლივერპული, “გუდისონ პარკი”
ევერტონი (4-3-3): ჰოვარდი, მორი, სტოუნზი, გალოვეი, კოულმენი, მაკკარტი (კლევერლი 26), ბერი, ბარკლი, კონე, დეულოფეუ, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, ვოლშაიდი, შოუკროსი, გ.ჯონსონი, პიტერსი, კამერონი (უოლტერსი 79), ველანი, არნაუტოვიჩი, აფელაი, შაქირი (ვან გინკელი 87), კრკიჩი (ხოსელუ 64).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
გოლები: 0:1;1:2 შაქირი (16;45), 1:1;2:2 ლუკაკუ (22;64), 3:2 დეულოფეუ (71), 3:3 ხოსელუ (80), 3:4 არნაუტოვიჩი (90 პენ.)
გაფრთხილებები: დეულოფეუ, სტოუნზი – ვოლშაიდი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ნორვიჩი – ასტონ ვილა 2:0 (1:0)
ნორვიჩი, “ქეროუ როუდი”
ნორვიჩი (4-4-1-1): რუდი, ბენეტი, ბასონგი, ბრედი, მარტინი, ტეტი, დორანსი (ო’ნილი 85), რედმონდი, ჰაუსონი, ჰულაჰანი (ოჯიჯა-ოფოე 88), მბოკანი (ჯერომი 88).
მწვრთნელი: ალექს ნილი
ასტონ ვილა (4-2-3-1): გუზანი, კლარკი, რიჩარდსი, ბაკუნა (ჟესტედი 69), ჰატონი, ვესტვუდი, გაიე, ვერეტუტი (გრელიში 81), სინკლერი (ტრაორე 58), რიჩარდსონი, ჯ.აიუ.
მწვრთნელი: რემი გარდი
გოლები: 1:0 ჰაუსონი (24), 2:0 მბოკანი (87)
გაფრთხილებები: ბენეტი, მარტინი – ვერეტუტი, გაიე, ჯ.აიუ, ვესტვუდი, რიჩარდსი
მსაჯი: გრემ სკოტი
უოტფორდი – ტოტენჰემი 1:2 (1:1)
უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”
უოტფორდი (4-4-2): გომეში, კეტკარტი, ბრიტოსი (პრიოდლი 60), აკე, ანია, უოტსონი, კაპუ, აბდი (ბეჰრამი 46), ხურადო (ნიომი 68), დინი, იგალო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ტრიპიერი, როუზი, დემბელე (ერიკსენი 45), კაპუ, კეროლი (სონი 68), ალი (ჩადლი 81), ლამელა, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლები: 0:1 ლამელა (17), 1:1 იგალო (41), 1:2 სონი (89)
გაფრთხილებები: ბრიტოსი, ხურადო, დინი, იგალო – ალდერვეირელდი, ალი
გაძევება: აკე (63)
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ვესტ ბრომვიჩი – ნიუკასლი 1:0 (0:0)
ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”
ვესტ ბრომვიჩი (3-4-2-1): მაიჰილი, ოლსონი (გარდნერი 18), მაკოლი, ევანსი, დ.ფლეტჩერი, იაკობი, დოუსონი, ბრანტი, მორისონი (ბერაჰინო 70), სესენიონი, ანიჩებე (ლამბერტი 880.
მწვრთნელი: ტონი პულისი
ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი, კოლოჩინი, მბემბა, ჯანმაატი, დუმეტი, ანიტა (ტიოტე 27), კოლბეკი (ტაუვინი 86), ა.პერესი (სიმ დე იონგი 72), სისოკო, ვეინალდუმი, მიტროვიჩი.
მწვრთნელი: სტივ მაკკლარენი
გოლი: დ.ფლეტჩერი (78)
მსაჯი: მაიკ ჯონსი
არსენალი – ბორნმუთი 2:0 (1:0)
ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მერტესაკერი, პაულისტა, გიბსი, ბელერინი, რემსი, ჩემბერსი, ჩემბერლენი (ივობი 93), ოზილი, უოლკოტი, ჟირუ (კემპბელი 80).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
ბორნმუთი (4-1-4-1): ბორუცი, კუკი, ფრანცისი, სმიტი, დანიელსი, სურმანი, გოსლინგი (ო’კეინი 81), არტერი, პუგი (სტანისლასი 46), რიტჩი, კინგი (მურეი 80).
მწვრთნელი: ედი ჰაუ
გოლები: 1:0 პაულისტა (27), 2:0 ოზილი (63)
გაფრთხილებები: ჩემბერსი, რემსი
მსაჯი: როჯერ ისტი
ვესტ ჰემი – საუთჰემპტონი 2:1 (0:1)
ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, ოგბონა, კოლინსი, ტომკინსი, ჯენკინსონი, სონგი (ლანცინი 46), კუაიტე, ანტონიო, ზარატე (კეროლი 46), ნობლი, ვალენსია (ობიანგი 86).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): შტეკელენბურგი, ვან დეიკი, ფონტე, ბერტრანი, მარტინა (იოშიდა 70), რომეუ, ვანიამა, ს.დევისი, მანე (ხუანმი 75), ტადიჩი (რამირესი 75), ლონგი.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
გოლები: 0:1 ჯენკინსონი (13), 1:1 ანტონიო (69), 2:1 კეროლი (79)
გაფრთხილებები: ტომკინსი – მარტინა, რომეუ, ბერტრანი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მანჩესტერ იუნაიტედი – ჩელსი 0:0
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბლინდი (ჯონსი 81), სმოლინგი, იანგი, დარმიანი (ბორთუიკ-ჯექსონი 70), შნეიდერლენი, შვაინშტაიგერი, მატა (დეპაი 77), მარტიალი, ერერა, რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, ზუმა, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, მიკელი, მატიჩი, პედრო, ოსკარი (ლოფტუს-ჩიკი 93), ვილიანი (რამირესი 70), აზარი.
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი
გაფრთხილებები: შნეიდერლენი, სმოლინგი, შვაინშტაიგერი, რუნი – მიკელი, აზარი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი