“ინტერის” 26 წლის შემტევი სტევან იოვეტიჩი მონტენეგროს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. იოვეტიჩი მონტენეგროს ნაკრებში 2007 წლიდან თამაშობს და 40 შეხვედრაში 16 გოლი აქვს გატანილი. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მის აქტივში 4 გოლია.
მონტენეგროს წლის საუკეთესო მწვრთნელად მირკო მარიჩი დაასახელეს.