ფეხბურთი

19:08 | 28.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

რობენი გვარდიოლას წასვლით გულდაწყვეტილია

მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ესპანელი ხოსეპ გვარდიოლას გადაწყვეტილებით, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობას ტოვებს, გულდაწყვეტილია.

ის, რომ გვარდიოლა ზაფხულში კლუბს დატოვებს და მის ადგილს კარლო ანჩელოტი დაიკავებს, გასულ კვირაში გახდა ცნობილი.

“გვარდიოლა რომ გვტოვებს, გულდაწყვეტილი ვარ. უნდა დაველოდოთ და შევხედოთ, როგორ წაუვა საქმეები ანჩელოტის. როდესაც გუნდში ახალი მწვრთნელი მიდის, ყოველთვის ყველაფერი თავიდან იწყება. ამ ეტაპზე დასკვნის გამოტანა ნაადრევია. ახლა წინ სეზონის ნახევარი გვაქვს და ტიტულების დასაუფლებლად დიდი დრო გვრჩება. მოხარული ვარ 2015 წელიწადი რომ სრულდება. ის ჩემთვის კარგი ნამდვილად არ იყო. უმძიმესი ტრავმა მქონდა და ვიმედოვნებ, რომ ზამთრის შესვენების შემდეგ პირველივე თამაშისთვის მზად ვიქნები” - თქვა რობენმა Goal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

0.125286