იტალიის სერია A-ს ბინადარმა “სამპდორიამ” შესაძლოა, არგენტინელი ნახევარმცველი რიკი ალვარესი დაიმატოს. გამოცემა “კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით, სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი, რომელიც ინგლისური “სანდერლენდის” საკუთრებაშია, გენუაში დღეს სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა. თუ ალავრესს ჯანმრთელობის პრობლემა არ ექნება ლიგურიელთა რიგებში ჩაირიცხება, სადაც მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
27 წლის ალვარესისთვის იტალია ნაცნობი ადგილია. მან სახელი მილანის “ინტერში” თამაშით გაითქვა, სადანაც “სანდერლენდში” გადაბარგდა, მაგრამ შავი კატების” რიგებში დამკვიდრება ვერ მოახერხა.