ინგლისის პრემიერლიგის ერთპიროვნულ და მოულოდნელ ლიდერ “ლესტერ სიტის” საუკეთესო ბომბარდირი ჯეიმი ვარდი შესაძლოა, დღეს ტურის ცენტრალურ მატჩში, “მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრაში დააკლდეს. ამის მიზეზი 28 წლის ფეხბურთელის სიცხიანობაა. ვარდიმ პრემიერლიგის ბოლო ტურში, ორი დღის წინ “ლივერპულთან” (0:1) წაგებულ თამაშში მოედანზე მხოლოდ პირველი ნახევარი დაჰყო და ჯანმრთელობის არცთუ კარგი მდგომარეობის გამო კლაუდიო რანიერის მისი შეცვლა მოუწია.
მოგეხსენებათ, ვარდის 18 შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერია, ხოლო “ლესტერი” 38 ქულით მოულოდნელად პირველ ადგილზეა და “არსენალს” ორი, “სიტის” კი 3 ქულით უსწრებს.