ჭიდაობა

13:50 | 28.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოდიკაძემ და საკანდელიძემ ინდოეთის საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს

ინდოეთში დასრულდა პირველი პროფესიონალური საკლუბო ჩემპიონატი Pro Wrestling League, რომლის გამარჯვებულიც ელიზბარ ოდიკაძის და გიორგი საკანდელიძის კლუბი “რევანტა მუმბაი გარუდა” გახდა.

“არიანა ჰამერსის” წინააღმდეგ გამართულ ფინალში საკანდელიძემ (125) მორიგი წმინდა გამარჯვება მიითვალა. მან 1 წუთსა და 39 წამში 10:0 დაამარცხა ინდოელი ჰიტენდერი და “მუმბაი” 3:2 დააწინაურა.

აი, გადამწყვეტი გამარჯვება კი ოდიკაძემ (97) მოიპოვა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისთვის რევანში აუღო ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსან უკრაინელ ვალერი ანდრეიცევს – 6:4.

საბოლოოდ, “მუმბაიმ” მეტოქ 7:2 დაამარცხა და პირველი საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა.

მანამდე, ნახევარფინალში ოდიკაძე-საკანდელიძის “მუმბაიმ” დავით მოძმანაშვილის “ბენგალურუს” 5:2 სძლია. საკანდელიძემ მოძმანაშვილს დაძაბულ ორთაბრძოლაში 7:4 მოუგო, ხოლო ოდიკაძემ უკრაინელ ევროპის ჩემპიონ პავლო ოლინიკს 7:2 სძლია.

მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილის “პანჯაბ როიალსი” “არიანა ჰამერსთან” 3-4 დამარცხდა. ქართველ მსოფლიოს ჩემპიონს კი მეტოქე გუნდმა აცილება მისცა (ტურნირის რეგლამენტი ამის საშუალებას იძლეოდა. გუნდებს მეტოქეთა რიგებიდან თითო მოჭიდავის დაბლოკვა შეეძლოთ) და მას ხალიჩაზე გასვლის საშუალება არ ჰქონია.

www.wrestling.ge

0.116025