ფეხბურთი

10:33 | 28.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო” ორი კვირა თურქეთში მოემზადება

საქართველოს სამგზის ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას თურქეთში გაივლის. ამის შესახებ ქუთაისური გუნდის ვებგვერდი იუწყება. “ტორპედო” ანტალიის მახლობლად ქალაქ სიდეში 27 იანვარს გაემგაზვრება და იქ ორი კვირის განმავლობაში დარჩება, სადაც სპარინგ თამაშებსაც ჩაატარებს. კერძოდ, როგორც იმერული კლუბის საიტი გვამცნობს, ალექსანდრ შტელინის გუნდი მაკედონიურ “ვარდარს”, უკრაინულ “ზორიას”, ყაზახურ “ატირაუს”, რუმინულ “ასა ტარგუ მურეშსა” და ბუქარესტის “რაპიდს” გაეჯიბრება.

გარდა ამისა, კლუბში საკადრო ცვლილებებიცაა – კერძოდ, მეკარე რევაზ თევდორაძემ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვა და მეორე წრიდან თბილისის “ლოკომოტივის” კარს დაიცავს. სამაგიეროდ, ქუთათურთა რიგებში იასპარეზებს 19 წლის შემტევი ვანო წილოსანი, რომელიც ლანჩხუთის “გურიაში” გამოდიოდა, ამასთანავე, “ტორპედოს” 6 თვიანი განშორების შემდეგ ნახევარმცველი ბექა ტუღუში დაუბრუნდა, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი კვიპროსულ “ახნასში” გაატარა.

რაც შეეხება სამზადისის დასაწყისს, თავდაპირველად “ტორპედო” მშობლიურ ქალაქში დამდეგი წლის 8 იანვარს შეიკრიბება და თურქეთში გამგზავრებამდე იქ მოემზადება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ თამაშსაც ჩაატარებს.

თეგები“ტორპედო”
0.118359