ფეხბურთი

9:48 | 28.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესი წლის ფეხბურთელია, პირლო კარიერისთვის დააჯილდოვეს

Glob Soccer Awards-მა მსოფლიოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი ლიონელ მესი დაასახელა. სამხრეთამერიკელმა თავდამსხმელმა უკან პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ (მე-2 ადგილი) და იტალიელი ჯანლუიჯი ბუფონი (მე-3 ადგილი) მოიტოვა. გამარჯვების შემდეგ მესიმ მცირე კომენტრიც გააკეთა:

“ბედნიერი ვარ, რადგან ყოველთვის სასიამოვნოა გამარჯვება. ეს წარმატება ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაცაა. 2015 წლიდან კი ერთი, საუკეთესო მომენტის გამოყოფა გამიჭირდება”, - აღნიშნა მესიმ.

გარდა წლის საუკუეთესო ფეხხბურთელისა, გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიებშიც გამოვლინდნენ – ბელგიის ეროვნული ნაკრების თავკაცი მარკ ვილმოტსი წლის საუკეთესო მწვრთელად დასახელდა, ხოსეპ მარია ბათომეუ საუკეთესო პრეზიდენტი გახდა, ხოლო ჟორჟე მენდეში (ჟოზე მოურინიოსა და კრიშტიანუ რონალდუს აგენტი) აგენტებს შორის გამოარჩიეს.

უპრიზოდ არც ვეტერანი იტალიელი, “ნიუ-იორკ სიტის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო დარჩენილა, რომელიც განვლილი კარიერის გამო დააჯილდოვეს.

“ამ პრიზის მიღებით კმაყოფილი ვარ. ჩემს კარიერაში ბევრი ლამაზი ეპიზოდი ყოფილა და ფეხბურთში ბევრი რამ მოვიგე. მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია და მქონდა ბედნიერება, რომ მომეგო. ჩემი აზრით, განვლილ კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული მომენტი სწორედ 2006 წლის მუნდიალი გახლდათ”, - თქვა პირლომ.

0.134343