ჭადრაკი

0:47 | 28.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მხოლოდ ხოტენაშვილმა იმარჯვა

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის 7 ტურის თავზე ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი ბელა ხოტენაშვილს (2496) აქვს, რომელიც 3.5 ქულით 76-ე ადგილზე დამკვიდრდა.

გასულ ტურში ხოტენაშვილმა თეთრი ფიგურებით ინდოელი შაჰ საგარი (2441) დაამარცხა და სატურნირო ცხრილში წინსვლა განიცადა.

3.0-3.0 ქულა აქვთ აქტივში სოფიკო გურამიშვილს (2368) და ნანა ძაგნიძეს (2559). პირველი მათგანი თეთრებით ინდოელ ჩიტამბარამ არავინდთან (2486) დამარცხდა, მეორე კი თეთრებითვე კიდევ ერთ ინდოელ ვენკატეშს (2451) დაუზავდა.

ქართული ოთხეულიდან უარესი შედეგი ნინო ბაციაშვილს (2498) გააჩნია, რომელმაც თეთრი ფიგურებით ყაიმი ირანელ ატოუსა პორკაშიანთან (2322) გააფორმა.

ბოლოსწინა მე-8 ტურში ოთხივე ქართველი მოჭადრაკე შავებით ითამაშებს. ხოტენაშვილი პრანტიკ როის (ინდოეთი, 2370) გაეჯიბრება, ძაგნიძე – პიერ ლუიჯი ბასოს (იტალია, 2438), გურამიშვილი – ვენკატეშს (ინდოეთი, 2451), ხოლო ბაციაშვილი – პონუსვამი კონგუველს (ინდოეთი, 2377).

გასული ტურების შემდეგ, 5.5-5.5 ქულით 3 მონაწილე ლიდერობს: შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2748), მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2834) და სანან სიუგუროვი (რუსეთი, 2646).

0.119688