გიორგი შერმადინის „ანდორა მორაბანკი“ აღარ ხუმრობს. ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში ანდორელებმა მორიგი მატჩი მოიგეს და ცხრილში მე-6 ადგილზე აღზევდნენ.
„ანდორას“ მორიგი მსხვერპლი საკმაოდ ძლიერი „გრან კანარია“ გამოდგა, რომლის დამარცხებაშიც ქართველ ცენტრს დიდი წვლილი მიუძღვის. ანდორელებმა კუნძულელებს 84:77 სძლიეს.
შერმადინმა სასტარტო ხუთეულში – 27 წუთი ითამაშა და მატჩის ბომბარდირი გახდა. გიორგიმ 11-დან 8 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მატჩში უმეტესი – 17 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად შერმადინს 6 მოხსნა და 1 დაფარება ჰქონდა.
ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა და 2 ერთეულით ჩამორჩა თანაგუნდელ ვოიდან სტოიანოვსკის მონაგარს, რომელმაც 31 წუთში 15 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. 14 ქულა ჰქონდა დავიდ ნავაროს.
„ანდორას“ 7 მოგება და 6 მარცხი აქვს, რაც საპლეიოფო ზონაში (8 საუკეთესოში) ადგილის მყარი გარანტია. შემდეგ მატჩს შერმადინის გუნდი 3 იანვარს, სტუმრად „მონბუსთან“ გამართავს.
www.gbf.ge