პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გათამაშების პირველი წრის ბოლოს წინა ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამ-სამი მოთამაშე “საუთჰემპტონიდან” და “ტოტენჰემიდან” არიან წარდგენილნი.
მე-18 ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:
მეკარე: ჯეკ ბატლანდი (“სტოკი”);
მცველები: ჟოზე ფონტე, კუკო მარტინა (ორივე “საუთჰემპტონი”), ბენ დევისი (“ტოტენჰემი”), აარონ კრესველი (“ვესტ ჰემი”);
ნახევარმცველები: კი სუნგ-იონგი (“სუონსი”), დეილი ალი (“ტოტენჰემი”), ტომ კლევერლი (“ევერტონი”), კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”);
თავდამსხმელები: შეინ ლონგი (“საუთჰემპტონი”), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”).