მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” თურქეთის ჩემპიონატში მე-9 გამარჯვება იზეიმა და მე-13 ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, პირველ ადგილზე დამკვიდრდა.
“ისთანბულთან” მოგებულ (73:64) მატჩში ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 17:54 წუთი დაჰყო და 5 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მანუჩარმა 4-დან 1 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“დარუშაფაკას” 9 მოგება და 4 მარცხი აქვს, მას კი კვალში 8-8 მოგებით “ანადოლუ ეფესი”, “გალათასარაი” და “ფენერბაჰჩე” უდგანან.