ფეხბურთი

19:45 | 27.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი: “მანჩესტერს” უნდა “ჩელსისთან” თავისი ფეხბურთი ითამაშოს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა, ლონდონის “ჩელსისთან” გასამართი საშინაო მატჩის მიმართ თავისი აზრი გამოთქვა.

“წითელი ეშმაკები” “არისტოკრატებს” 28 დეკემბერს დაუპირისპირდებიან.

“ჩელსისთან” მატჩი დიდებული შანსია, რათა რევანში ავუღოთ წინა წარუმატებელ პერიოდს. ეს მატჩი მაღალ დონეზე უნდა დავიწყოთ. პრობლემა ისაა, რომ მცირე დრო გვაქვს დასასვენებლად. “ჩელსისთან” მატჩში გვინდა ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. ფეხბურთლებს ყოველთვის ვენდობი. მათ სურდათ “სტოკისთან” (0:2 _ შეხვედრაში კარგი ფეხბურთი ეთამაშათ, თუმცა არ გამოუვიდათ.” – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს “მანჩესტერის” ოფიციალური ვებგვერდი.

“იუნაიტედმა” პრემიერლიგაში ზედიზედ სამი მატჩი წააგო და ამ ეტაპისთვის 29 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება. ვან გაალის გუნდი ლიდერ “ლესტერს” 9 ქულით ჩამორჩება.

0.103047