თამაშგარე

11:02 | 27.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგის ნაცოლარი ხორცს არ ეკარება

ფილიპო ინძაგის ყოფილი ცოლი, ალისია ვენტურა ამ ბოლო დროს კიდევ ერთხელ მოხვდა ევროპის ბულვარული მედიის ყურადღების ცენტრში. “პიპოს” ნაცოლარმა მეგობრებთან ერთად სპეციალური საქველმოქომედო საღამო მოაწყო, ვეგეტარიანელობის პროპაგანდის მხარდასაჭერად.

აბა ჩვენი რა საქმეა ვინ ჩაიდებს ხორცს პირში და ვინ არა, მაგრამ მაინც ერთობ უცნაური გვგონია ვეგეტარიანელობის პროპაგანდა. მაინც რა პროპაგანდა უნდა განა ასეთი ამ ვეგეტარიანელობას? არ გიყვარს ეს ხორცი და ნუ შეჭამ. ქაბაბი და ღორის კანჭი კიდევ სხვებმა გაკბიჩონ!

მაგრამ არა! ალისია ვენტურა თამამად აჰყვა თანამედროვეობას და აცხადებს, რომ ადამიანები ჩვეულებრივი მძორიაჭამიები არ უნდა ვიყოთ და ხორცისმჭამელ კაცს იგი ზედაც კი აღარ შეხედავს. ეს მაშინ უნდა ეთქვა, ვარჯიშიდან სახლში დაღლილი მისული ფილიპო ინძაგი წითელ ღვინოში აშიშხინებულ კაი სტეიკს რო გადაუშვებდა ხოლმე ჟანგიან ყბაში. უყვარდა განა...

0.187191