ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსმა” შინ “ჩიკაგო ბულზს” 118:111 (VIDEO) მოუგო, ამ გამარჯვებაში ზაზა ფაჩულიამ ლომის წილი დაიდო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ორმაგი დუბლი შეასრულა 17 ქულა, 12 მოხსნა, რასაც 1 პასიც მიამატა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 29 წუთი დაჰყო. ფაჩულიამ 13-დან 6 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო სროლა გამოიყენა. საქართველოს ნაკრების კაპიტარნი მიმდინარე სეზონში ორმაგი დუბლების რაოდენობით ლიგაში მეოთხეა, ქართველ ცენტრს რასელ უესტბურკი 18 ორმაგი დუბლი, ენტონი დევისი – 19 და ანდრე დრამონდი 26 ორმაგი დუბლით უსწრებენ.
მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა ტეხასელთა გამთამაშებელმა ჯეი ჯეი ბარეამ ჩააგდო, რომელიც დერონ უილიამსს ცვლის. “ჩიკაგოში” 25 ქულით დერეკ როუზი გამოირჩა.
“დალასი” 17 მოგებით და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. ტეხასელები მომდევნო შეხვედრას 29 დეკემბერს თბილისის დროით 05:30 საათზე შინ “მილუოკის” წინააღმდეგ გამართავს.