ფეხბურთი

3:37 | 27.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერი” შეაჩერეს, მაგრამ ვერ ჩამოაგდეს

ინგლისის ჩემპიონატის პირველი წრის ბოლოსწინა და Boxing day–ის საწყისი ტური ძალიან საინტერესო გამოდგა. დღის რამდენიმე მატჩი არალოგიკური შედეგით გამოირჩა, ხოლო დასკვნითი შეხვედრა ხმაურიანი სენსაციით დასრულდა.

10-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა გათამაშების ლიდერმა “ლესტერმა”, რომელიც “ენფილდ როუდზე” ადგილობრივ “ლივერპულთან” დამარცხდა. იურგენ კლოპის მისვლის შემდგომ, “წითლები” ძლიერი კლუბების წინააღმდეგ მშვენივრად გამოიყურებიან, თუმცა საშუალო და სუსტი დონის მეტოქეებთან ბევრ ქულებს კარგავენ, რაც მათ სატურნირო მდგომაორებაობაზეც აისახება. მერსისაიდელებს შეცვლაზე შემოსულმა კრისტიან ბენტეკემ მოაგებინა, რომელმაც 63-ე წუთზე “მელიების” მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან 3 ქულის მომტანი ბურთი გაიტანა – 1:0.

“ლესტერის” წაგებით ვერ ისარგებლა ლონდონის “არსენალმა” და პირველ ადგილზე კვლავ კლაუდიო რანიერის შეგირდები დარჩნენ. “მეთოფეებმა” მიმდინარე სეზონში ყველაზე სუსტი შეხვედრა ჩაატარეს და “სენტ მერი სთედიუმზე” შერცხვნენ, სადაც ადგილობრივმა “საუთჰემპტონმა” ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია ბრწყივალე თამაშით შეწყვიტა. მასპინძლებმა პირველი ნახევარი კუკო მარტინას ულამაზესი შორეული გასროლით მოიგეს, რომელიც “წმინდანების” ძირითად შემადგენლობაში პირველ მატჩ ატარებდა. მეორე ტაიმში რონალდ კუმანის შეგირდებმა კიდევ სამჯერ იხეირეს, თუმცა კიდევ შეეძლოთ გატანა. შეინ ლონგი დუბლით გამოირჩა, ხოლო ჟოზე ფონტემ თავური დარტყმით მოახერხა ჩეხის დამწუხრება და “საუთჰემპტონმა” ჩემპიონობისთვის მებრძოლი მეტოქე გაანადგურა – 4:0.

ლიდერთა დუეტის დაბორძიკებით ისარგებლა “მანჩესტერ სიტიმ”, რომელმაც შინ “სანდერლენდი” მიიღო და იოლად გაუსწორდა. მასპინძლები 22-ე წუთისთვის სტერლინგის, ტურესა და ბონის გოლებით 3:0 ამარცხებდნენ მეტოქეს. მეორე ნახევარში კი, დე ბრუინმა და ბორინმა გაცვალეს გოლები. აღსანიშნავია, რომ ვილფრიდ ბონიმ 69-ე წუთზე პენალტი ააცილა, თორე სხვაობა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა – 4:1. “სიტი” კვლავ მე-3 ადგილზეა, თუმცა “არსენალს” ერთით, ხოლო “ლესტერს” სამი ქულითღა ჩამორჩება.

მე-4 ადგილი გაიმყარა “ტოტენჰემმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ნორვიჩი” გაანადგურა. დუბლით გამოირჩა ჰარი კეინი, ხოლო შეხვედრის ბოლოს კეროლმა გამოიჩინა თავი – 3:0.

როგორც ჩანს, ლუის ვან გაალის მოღვაწეობა “მანჩესტერ იუნაიტედში” მართლაც დასასრულს უახლოვდება. “წითელმა ეშმაკებმა” მორიგი უსახური მატჩი ჩაატარეს და დამსახურებულად დამარცხდნენ. ყველაფერი პირველ ნახევარში გადაწყდა. “სტოკმა” მარკო არნაუტოვიჩისა და ბოიან კრკიჩის გოლებით იმარჯვა – 2:0.

“ჩელსის” მთავარი მწვრთნელის რანგში არც ისე კარგი ხელმეორე დებიუტი გამოუვიდა გუს ჰიდინკს, რომლის გუნდმაც შინ შესანიშნავ ფორმაში მყოფი “უოტფორდი” მიიღო და ქულას გამორჩა. მასპინძელთაგან დუბლი გაიფორმა დიეგო კოშტამ, ხოლო სტუმართაგან დინმა და იგალომ იხეირეს. ლონდონელებს გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ მე-80 წუთზე ოსკარმა პენალტი ააცილა და მატჩი ფრედ დასრულდა - 2:2.

ზედიზედ მე-17 შეხვედრა ვერ მოიგო “ასტონ ვილამ”, რომელმაც “ვესტ ჰემს” უმასპინძლა და ჯორდან აიუს ზუსტი პენალტით ქულის მოპოვება მოახერხა.

წარუმატებელი სვლა შეწყვიტა “სუონსიმ”. ალან კურტისის შეგირდებმა საკუთარ კედლებში კის გოლით “ვესტ ბრომვიჩი” დაამარცხეს.

“ევერტონმა” “სენტ ჯეიმს პარკზე” გამარჯვება 93-ე წუთზე ტომ კლევერლის ზუსტი თავურის წყალობით მოახერხა, ხოლო “ბორნმუთმა” და “კრისტალ პალასმა” “დინ კურტზე” ქულები გაიყვეს.

სტოკი – მანჩესტერ იუნაიტედი 2:0 (2:0)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი, გ.ჯონსონი, ველანი (ვან გინკელი 46), კამერონი (ადამი 75), შაქირი (დიუფი 65), არნაუტოვიჩი, აფელაი, კრკიჩი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, სმოლინგი, ჯონსი, ბლინდი, იანგი, კერიკი, ერერა (პერეირა 82), ფელაინი, მატა, დეპაი (რუნი 46), მარტიალი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლები: 1:0 კრკიჩი (19), 2:0 არნაუტოვიჩი (26)
გაფრთხილებები: კრკიჩი – იანგი, პერეირა
მსაჯი:
კევინ ფრენდი

ლივერპული – ლესტერი 1:0 (0:0)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-3-3): მინოლე, ლოვრენი, სახო, მორენო, კლაინი, ჩანი, ჰენდერსონი, ლალანა (ალენი 93), კოუტინიო (ლეივა 91), ფირმინო, ორიჯ (ბენტეკე 38).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, სიმპსონი, ფუჩსი, კინგი, კანტე, ოლბრაიტონი, მაჰრეზი (კრამარიჩი 80), ოკაზაკი (დაიერი 69), ვარდი (ულოა 69).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლი: ბენტეკე (63)
გაფრთხილებები: ლალანა, ჩანი - ჰუტი
მსაჯი:
მარტინ ატკინსონი

სუონსი – ვესტ ბრომვიჩი 1:0 (1:0)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ნ.ტეილორი, რანხელი, ბრიტონი (შელვი 93), კი, რუტლიჯი (ბაროუ 92), სიგურდსონი, მონტერო (კორკი 46), ა.აიუ.
მწვრთნელი: ალან კურტისი

ვესტ ბრომვიჩი (4-1-4-1): მაიჰილი, ოლსონი (ბერაჰინო 60), მაკოლი, დოუსონი, ბრანტი, ევანსი, იაკობი (მაკმანამანი 81), დ.ფლეტჩერი, მორისონი, გარდნერი (სესენიონი 59), ლამბერტი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლი: კი (9)
გაფრთხილებები: რანხელი – ოლსონი, იაკობი, მაკმანამანი
მსაჯი: როჯერ ისტი

ბორნმუთი – კრისტალ პალასი 0:0

ბორნმუთი, “დინ კურტი”

ბორნმუთი (4-1-4-1): ბორუცი, კუკი, ფრანცისი, სმიტი, დანიელსი, სერმანი, არტერი (ო’კეინი 46), გოსლინგი (კერმორგანტი 92), რიტჩი, სტანისლასი, მურეი (რენტი 71).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, დანი, დელანი, იარდი, სუარე, ლედლი (იედინაკი 74), მაკარტური, მუტჩი (კაბაიე 46), ზაჰა, პანჩონი, კემპბელი (შამახი 68).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

გაფრთხილებები: არტერი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ასტონ ვილა – ვესტ ჰემი 1:1 (0:1)

ბირმინგემი, “ვილა პარკი”

ასტონ ვილა (4-3-1-2): გუზანი, ოკორე, ლესკოტი, ბაკუნა, ჰატონი, გაიე, ვესტვუდი, სანჩესი (ხილი 38), ვერეტუტი (ტრაორე 83), ჯ.აიუ, ჟესტედი.
მწვრთნელი: რემი გარდი

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, კოლინსი, ოგბონა, კრესველი (სონგი 75), ტომკინსი (ჯენკინსონი 46), ობიანგი, კუაიტე, ნობლი, ზარატე (ოქსფორდი 85), ანტონიო, ვალენსია.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლები: 0:1 კრესველი (45+2), 1:1 ჯ.აიუ (62 პენ.)
გაფრთხილებები: ბაკუნა, ჰატონი, ლესკოტი – ოგბონა, კოლინსი, კუაიტე
მსაჯი: მაიკლ დინი

ჩელსი – უოტფორდი 2:2 (1:1)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, მატიჩი, ფაბრეგასი (მიკელი 46), პედრო (აზარი 75), ოსკარი, ვილიანი, კოშტა.
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი

უოტფორდი (4-4-2): გომეში, კეტკარტი, ბრიტოსი, ნიომი, ჰოლებასი, კაპუ, უოტსონი, აბდი (ბეჰრამი 69), ხურადო (ანია 73), დინი (გედიურა 93), იგალო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გოლები: 1:0;2:2 კოშტა (32;65), 1:1 დინი (42 პენ.), 1:2 იგალო (56)
გაფრთხილებები: კოშტა – ბრიტოსი, კეტკარტი, ჰოლებასი, ბეჰრამი
მსაჯი: ანდრე მარინერი

მე-80 წუთზე ოსკარმა პენალტი ვერ გაიტანა (ააცილა)

მანჩესტერ სიტი – სანდერლენდი 4:1 (3:0)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, ოტამენდი (კომპანი 62, დემიჩელისი 71), მანგალა, კოლაროვი, სანია, ფერნანდინიო, ტურე (დელფი 62), სტერლინგი, სილვა, დე ბრუინი, ბონი.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

სანდერლენდი (4-3-3): მანონე, კოატესი, ოში, ჯონსი, ვან აანჰოლტი, მ’ვილა (კატერმოლი 56), გომესი, ა.ჯონსონი, გრემი (უოტმორი 72), ს.ფლეტჩერი (ლენსი 62), ბორინი.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლები: 1:0 სტერლინგი (12), 2:0 ტურე (17), 3:0 ბონი (22), 4:0 დე ბრუინი (54), 4:1 ბორინი (59)
გაფრთხილებები: სტერლინგი – ჯონსი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

69-ე წუთზე ბონიმ პენალტი ვერ გაიტანა (ააცილა)

ტოტენჰემი – ნორვიჩი 3:0 (2:0)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, უოლკერი, ბ.დევისი, დაიერი, დემბელე (ჩადლი 86), ალი (სონი 79), ლამელა, ერიკსენი (კეროლი 72), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ნორვიჩი (4-2-3-1): რუდი, ბენეტი, ბასონგი, ოლსონი, მარტინი, მულუმბუ (ჰაუსონი 73), ოჯიჯა-ოფოე (დორანსი 73), ბრედი (მბოკანი 79), ტეტი, რედმონდი, ჯერომი.
მწვრთნელი: ალექს ნილი

გოლები: 1:0;2:0 კეინი (26 პენ; 42), 3:0 კეროლი (80)
გაფრთხილებები: დაიერი – ტეტი, ჰაუსონი
მსაჯი: მაიკ ჯონსი

ნიუკასლი – ევერტონი 0:1 (0:0)

ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

ნიუკასლი (4-4-1-1): ელიოტი, კოლოჩინი, მბემბა, დუმეტი, ჯანმაატი, ანიტა, კოლბეკი, ვეინალდუმი, სისოკო, ა.პერესი (ტაუვინი 87), მიტროვიჩი.
მწვრთნელი: სტივ მაკკლარენი

ევერტონი (4-3-3): ჰოვარდი, მორი, სტოუნზი, ბეინსი, კოულმენი, ბერი, ბარკლი (დეულოფეუ 69), კლევერლი, მირალაში (ოსმანი 85), ლენონი (ბეშიჩი 69), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლი: კლევერლი (93)
გაფრთხილებები:
ჯანმაატი, კოლბეკი – ბერი, ბარკლი
მსაჯი: ლი მეისონი

საუთჰემპტონი – არსენალი 4:0 (1:0)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-2-3-1): შტეკელენბურგი, ვან დეიკი, ფონტე, მარტინა, ბერტრანი, კლასი (რომეუ 67), ვანიამა, ს.დევისი, მანე (ხუანმი 81), უარდ-პროუსი (ტადიჩი 71), ლონგი.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, რემსი, ფლამინი (ჩემბერსი 74), ოზილი, კემპბელი (ჩემბერლენი 64), უოლკოტი (ივობი 78), ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 1:0 მარტინა (19), 2:0;4:0 ლონგი (55;92), 3:0 ფონტე (69)
გაფრთხილებები: ლონგი
მსაჯი: ჯონათან მოსი

0.149623