“რივერ პლეიტის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი მატიას კრანევიტერი უახლოეს დღეებში მადრიდში ჩავა და სულ მალე თავის ახალ თანაგუნდელებთან ერთად, “ატლეტიკოს” მაისურით ივარჯიშებს.
AS-ის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელმა საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, სადაც მისი გუნდი ფინალში “ბარსელონასთან” 0:3 დამარცხდა, რამდენიმე დღე სამშობლოში დაისვენა და ბუენოს აირესიდან მადრიდში ორშაბათს ჩავა.
საწყის პერიოდში მატიასი თანაგუნდელებს გაეცნობა და “რაიო ვალეკანოსთან” მატჩს ტრიბუნებიდან მიადევნებს თვალს, რის შემდეგაც გუნდთან ერთად დაიწყებს მზადებას. შეგახსენებთ, რომ მადრიდელებმა კრანევიტერის სატრანსფერო უფლების 60 პროცენტი 8 მილიონ ევროდ შეიძინეს და მას 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
“ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე გეგმავს, რომ საწყის ეტაპზე ფეხბურთელი შეცვლებზე შეუშვას, მას ნელ-ნელა გაუზარდოს სათამაშო დრო, რათა თავისუფლად შეძლოს ევროპულ ფეხბურთთან ადაპტირება.