ფეხბურთი

19:46 | 26.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე: “კასილიასმა “პორტუში” გადასვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღო”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ იკერ კასილიასმა “პორტუში” გადასვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

“პორტუმ” კასილიასი რთული სიტუაციიდან გამოიყვანა და იკერი გუნდში მიიღო. ესპანელმა პორტუგალიურ გრანდში გადასვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან მითხრა, რომ ბედნიერია, სათამაშო დრო აქვს და თავს საჭირო ადამიანად თვლის. “პორტუს” ყველა თამაშს ვუყურებ, დომინანტი კლუბია და იკერი “დრაკონებს” კარგად შეეწყო.” – განუცხადა O Jogo-ს დელ ბოსკემ.

ვისენტეს ევროპის ჩემპიონატზე თავის სატკივარი ექნება, რადგან მომავალ ტურნირზე “ფურია როხას” ძირითად მეკარედ ან იკერ კასილიასი ან დავიდ დე ხეა უნდა დაასახელოს.

0.11868