ფეხბურთი

12:20 | 26.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელო: “რეალში” დაბრუნება? - ეს ხუმრობაა

ინგლისისა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ, მის მადრიდის “რეალში” შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ხუმრობანარევი ტონით უპასუხა.

ესპანური გამოცემა Aშ-ის ცნობით, ესპანურ ტელეარხ ჩუატრო-ს კაპელოს გადაცემაში მიწვევა სურდა, სადაც მისი “სამეფო კლუბში” მესამედ დაბრუნების საკითხი უნდა განხილულიყო, მაგრამ იტალიელმა სპეციალისტმა გულიანად გაიცინა და უპასუხა:

“ეს ხუმრობაა? არა, არა და არა. არ მსურს ამ თემაზე საუბარი, რადგან ესაა ხუმრობა. გილოცავთ შობას და მრავალ ახალ წელს დაესწარით”, - თქვა 69 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვნის შემდეგ, აგერ უკვე ნახევარი წელიწადი გავიდა და კაპელო კვლავაც უმუშევარია. აღსანიშნავია, რომ სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ის “რეალს” ორჯერ - 1996/1997 წლებისა და 2006/2007 წლების სეზონებში მუშაობდა. იტალიელმა გუნდს ორივე შემთხვევაში ესპანეთის ჩემპიონობა მოაგებინა.

0.176899