ჩოგბურთი

0:41 | 26.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში გააღწია.

მე-3 ნომრად განთესილმა გორგოძემ მე-6 რეიტინგის მქონე რუსი ამინატ კუშკოვა 6:4, 6:1 დაამარცხა და მომდევნო რაუნდში მე-7 ნომრით მოთამაშე ბელგიელ დებორა კერფსთან ჭიდილი ელის.

ცნობისთვის, ეს უკანასკნელი მეოთხედფინალში მე-2 რეიტინგის მქონე სოფო ქვაცაბაიას დაუპირისპირდა და ქართველ ჩოგბურთელს 6:3, 1:6, 6:2 მოუგო.

ფინალის მე-2 საგზურისთვის ფრანგი ლოუ ბრულო (1) და თურქი აილა აკსუ (4) იბრძოლებენ.

0.112765