დღეს, "ბენდელას თასის" გათამაშებაზე მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა, სადაც ერთი წყვილში სენსაციური ანგარიში დაფიქსირდა. გორის "დილას" მოზარდები, რომლებმაც ჯგუფური ეტაპი ასპროცენტიანი შედეგით განვლეს, აბაშის "ზანასთან" 0:3 დამარცხდნენ.
იოლი გამარჯვებები იზეიმეს "საბურთალომ" და "დინამოს" აკადემიამ. საბურთალოელებმა რუსთავალ თანატოლებს ექვსი უპასუხო ბურთი გაუტანეს, ხოლო დინამოელებმა ვლადიკავკაზელებს 5:0 მოუგეს. "საბურთალო ბენდელამ" კი "მიმინოს" 1:0 აჯობა.
შაბათს, ნახევარფინალურ ეტაპზე "საბურთალო" "ზანას" უმასპინძლებს, მატჩი 14:00 საათზე დაიწყება. 15:30 საათზე კი სტარტს "დინამოს" აკადემიისა და "საბურთალო ბენდელას" შეხვედრა აიღებს.
www.fcsaburtalo.ge