ფეხბურთი

17:03 | 25.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მხითარიანი “დორტმუნდთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

26 წლის სომეხი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი და “დორტმუნდი” კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არიან, აღნიშნულ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

ნახევარმცველს მოქმედი კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2017 წლამდე აკავშირებს.

მხითარიანი “დორტმუნდში” 2013 წელს დონეცკის “შახტარიდან” გადავიდა.

მხითარიანმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.115397